← Back to catalog
Cover image for Painted Away

Painted Away

ჩვენი თამაში, “Painted Away”, პირველ რიგში, გულით, სულითა და სიყვარულით არის შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ შევიკარით გუნდი, რომელსაც ვიდეო თამაშების დეველოპმენტში მწირი გამოცდილება აქვს, ერთი კვირის განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვცადეთ. ეს შანსი გამოვიყენეთ ისეთი თამაშის შესაქმნელად, რომელიც სრულიად ერგება ჩვენს ინტერესებსა და ერთ მთავარ მოსაზრებას, რომელსაც გულწრფელად ვიზიარებთ: ვიდეო თამაშები არ არის უბრალოდ დროის გაყვანის საშუალება - ჩვენთვის ისინი ხელოვნების ნაწილია. ამის გათვალისწინებით, შევქმენით თამაში, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალაც ხელოვნება და ადამიანური კრეატიულობაა. ვცადეთ, “Painted Away” გვექცია ისეთი თამაშის საწყის მოდელად (Blueprint), რომლის დასრულების შემდეგაც მოთამაშეს სავარძელში კომფორტულად მოკალათება და მიღებული შთაბეჭდილებების გასააზრებლად შესვენება დასჭირდება. სიუჟეტი მიყვება პატარა, საყვარელ, თუმცა უფერულ მხატვარ კუროს, რომელსაც ფერების აღქმის უნარი აღარ გააჩნია და მისი სამყაროც მთლიანად დაცლილია ფერებისგან. თავდაპირველად დაბნეული და უგზო-უკვლოდ მოხეტიალე გმირი მალევე იპოვის იმ ფერებს, რომლებიც მის სამყაროს აკლია, თუმცა მათი დაბრუნების გზა სულაც არ არის მარტივი. უფერული გარემოს გასალამაზებლად კურო არაერთ დაბრკოლებას გადალახავს და გზადაგზა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც ისწავლის. კუროსთვის მოედანი მისი ტილოა, ის უფერული სამყარო, სადაც იგი დაკარგულად გრძნობს თავს, ხოლო ბურთი - ის შემოქმედებითი მუხტი, იდეა და ფერები, რომლითაც იგი სამყაროს აფერადებს და უკეთესობისკენ ცვლის. იდეის დაბადებიდანვე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, მოთამაშისთვის ფერების სამყაროებს შორის შესამჩნევი განსხვავება გვეჩვენებინა. სამყაროს ყოველი ნაწილი შთაგონებულია დიდებული ხელოვნების ნიმუშებითა და მხატვრების შემოქმედებით (რასაც, დამატებით, საინტერესო და სახალისო ელემენტებიც ერთვის). ასევე, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის თამაშებისთვის უმნიშვნელოვანესია განსხვავებული და ექსპერიმენტული გეიმპლეი ელემენტები. ჩვენს შემთხვევაში, გვინდოდა, პერსონაჟების დაპირისპირება არსებულ, შაბლონურ ჩარჩოებში არ მოგვექცია. სწორედ ასე შევქმენით მექანიკა, რომელსაც „ფერთა ბრძოლას“ ვუწოდებთ. ეს მექანიკა იდეალურად ერწყმის თამაშის თემატიკასა და ატმოსფეროს, რაც მოთამაშეს კუროს შინაგანი სამყაროს სიღრმეს კიდევ უფრო უკეთ აგრძნობინებს. საერთო ჯამში, ეს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. თუ თამაშის რომელიმე ეტაპზე მოთამაშეს წამით მაინც გაუჩნდება ის ამოუცნობი, განსაკუთრებული გრძნობა, რომელიც ჩვენი შრომითა და წვალებით არის გამოწვეული, ჩავთვლით, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და თავს გამარჯვებულად ვიგრძნობთ. Have fun! <3

ItchDB signals
★ 4.5 avg rating
2 ratings
7 comments
Catalog standing Top 52%
#207,531 of 399,791most rated

Ratings over time

Cumulative · 30d
2 30d ago today
Cumulative ratings

Screenshots

1 / 12
Screenshot 1 for Painted Away
Screenshot 2 for Painted Away
Screenshot 3 for Painted Away
Screenshot 4 for Painted Away
Screenshot 5 for Painted Away
Screenshot 6 for Painted Away
Screenshot 7 for Painted Away
Screenshot 8 for Painted Away
Screenshot 9 for Painted Away
Screenshot 10 for Painted Away
Screenshot 11 for Painted Away
Screenshot 12 for Painted Away